logo
ENG



ზაზა პაპუაშვილმა შესაძლოა "ქართული ოცნება" დატოვოს

15 ოქტ 201917:20
3 წუთის საკითხავი
 
auwcs60g8uso6d2.jpg

შემდეგი დეპუტატი, რომელმაც შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რიგები დატოვოს, ზაზა პაპუაშვილია.

თავად დეპუტატი აღნიშნულს არ ადასტურებს, თუმცა კითხვაზე, იქნება თუ არა ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევენების „ქართული ოცნების“ სიაში, პასუხი არ აქვს.

„დღეს გავიგე თქვენგან, რომ თურმე პარლამენტი უნდა დავტოვო. არ ვადასტურებ, ამაზე საუბარი არ ყოფილა. თუ აუცილებლობა იქნება ვიქნები, თუ არ იქნება აუცილებლობა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. როგორც ქვეყანას და საქმეს წაადგება, ისე იქნება,“ - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, უკვე დაწყებულია კონსულტაციები, საპარლამენტო სიაზე, რომლითაც ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარსდგება. 

 


close დახურვა